სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორი — კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორი

შეთანხმებით აქტიური ადგილზე სრული განაკვეთი

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროგრამების მომსახურების გამართული მუშაობის ორგანიზება;
  • პროგრამების ელექტრონული პორტალების მართვა;
  • ბენეფიციართა რეგისტრაცია და მონაცემების/საათების შეყვანა ელექტრონულ პორტალებში;
  • პროგრამების ადმინისტრირება და ანგარიშგების მომზადება შესაბამისი უწყებებისთვის;
  • ორგანიზაციის აღრიცხვის სისტემების ზედამხედველობა;
  • თანამშრომელთა და ბენეფიციართა პირადი საქმეების წარმოება და დოკუმენტაციის მართვა;
  • თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა და მონიტორინგი;
  • მშობლებთან და ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • პროგრამებისთვის საჭირო რესურსების კოორდინირება;
  • თერაპევტებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის მომსახურებისა და ჩარიცხვის პროცედურების გაცნობა;
  • ადამიანური რესურსებისა და ბენეფიციართა მონაცემთა ბაზების წარმოება;
  • პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ელექტრონულ პორტალებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook);
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები.
პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ