სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** აღრიცხვის განყოფილებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაგზავნა ** თვის ჭრილში, შემოსავლების დოკუმენტაციის მატერიალური სახით დაარქივება ** საჭიროების შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოსთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება ** ყოველდღიურად, კლინიკის რეგისტრატორების მიერ შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემოწმება, პროგრამაში ატვირთული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება, შესაბამისი რეესტრის წარმოება და დაარქივება ** TNT გზავნილების მართვა. ** აღრიცხვის განყოფილებისთვის პაციენტისთვის თანხის ანგარიშზე დაბრუნების დოკუმენტაციის გაგზავნა; საჭიროების შემთხვევაში პაციენტისთვის თანხის დაბრუნების პროცესის მართვა ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია უმაღლესი განათლება ** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია, სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა); ** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ლიდერობა; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი; cv@evex.ge . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!