სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
სს "სადაზღვევო კომპანია ვაიზერი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: წერეთელის 138, მედკაპიტალის შენობა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის შეფასება და სადაზღვევო დაფარვებთან/ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენა;
- გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული და ჰოსპიტალური შემთხვევების მართვა;
- საგარანტიო წერილებისა და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესის ადმინისტრირება;
- კლინიკების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანალიზი, გადამოწმება და დამუშავება;
- კლინიკებთან და დაზღვეულ პირებთან ეფექტური და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭება გინეკოლოგიური მიმართულების სპეციალისტს);
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და სტრესული გარემოს მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი.