სამედიცინო რეგისტრატორი- ფოთი — ადეიშვილის კლინიკა

ადეიშვილის კლინიკა

სამედიცინო რეგისტრატორი- ფოთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ადეიშვილის კლინიკების ქსელი ფოთის ლაზიკა მედში ეძებს სამედიცინო რეგისტრატორს.

თუ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და გსურთ მუშაობა სტაბილურ, სამედიცინო გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
  • წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
  • პაციენტის ბარათის გახსნა, რედაქტირება და ინფორმაციის შევსება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • პაციენტების შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება;
  • მომსახურების დროს შეფერხების შემთხვევაში პაციენტების ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის გამართული ფლობა.

საჭირო უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.