სამედიცინო რეგისტრატორი — ლ. ადეიშვილის კლინიკა

ლ. ადეიშვილის კლინიკა

სამედიცინო რეგისტრატორი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.

ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი ქუთაისში ეძებს სამედიცინო რეგისტრატორს.

თუ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და გსურთ მუშაობა სტაბილურ, თანამედროვე სამედიცინო გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

კომპანია: ადეიშვილის კლინიკების ქსელი

სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა

ანაზღაურება: საათობრივი საათში 5 ლარი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი

რას გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
  • წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები

  • პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
  • პაციენტის ბარათის გახსნა, რედაქტირება და ინფორმაციის შევსება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • პაციენტების შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება;
  • მომსახურების დროს შეფერხების შემთხვევაში პაციენტების ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელისა და მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის გამართული ფლობა.

საჭირო უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ადეიშვილის კლინიკების ქსელი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ