სამედიცინო პროდუქციის მენეჯერი
შპს "Novamed Georgia" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. 46
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მომწოდებელ უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაცია, მიმოწერა, პირადი და ონლაინ შეხვედრების წარმოება
- ადგილობრივ ბაზარზე ფარმაცევტული ან სამედიცინო პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ფარმაცევტული მიმართულებით (სავალდებულოა)
- მსგავს პოზიციაზე სამედიცინო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა (წერა, კომუნიკაცია)
უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადმოცემის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.