სამედიცინო მრჩეველი
ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მრჩევლის პოზიციაზე, რომელის ძირითადი პასუხისმგებლობაა - კომპანიის მიერ წარმოდგენილი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების პროფესიონალური პრეზენტაცია, გაყიდვა და პოპულარიზაცია კოსმეტოლოგებთან, ექიმებთან და კლინიკის წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის გზით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომპანიის პორტფელში არსებული ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების სრულყოფილი შესწავლა;
- პროდუქტების მახასიათებლების, მოქმედების მექანიზმების და გამოყენების თავისებურებების დეტალური ცოდნა;
- კოსმეტოლოგებთან, ექიმებთან და კლინიკის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- პროდუქტების პროფესიონალური პრეზენტაცია, კონსულტაციის გაწევა და საჭიროებების მიხედვით შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- გაყიდვების პროცესის მართვა, შეკვეთების მიღება, მოლაპარაკება და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- ბაზრის, კონკურენტების და კლიენტების საჭიროებების ანალიზი;
- ტრენინგებში, პრეზენტაციებსა და პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ესთეტიკური მედიცინის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- პროფესიული ეთიკის დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას ესთეტიკური მედიცინის სფეროში;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + შედეგებზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას;
- პრემიუმ ხარისხის, საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- რეგულარულ ტრენინგებსა და პროფესიული ცოდნის მუდმივ ამაღლებას;
- ფასდაკლებას კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქტებზე;
- მეგობრულ, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში მუშაობას;
- სტაბილურ და მზარდ კომპანიაში დასაქმებას;