სამედიცინო კურიერი
შპს "მედიტეკი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო კურიერის პოზიციაზე.
მედიტეკი წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის (ტრამვატოლოგიური/ორთოპედიული იმპლანტების) დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან და სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის მსოფლიოში მოწინავე მწარმოებელი კომპანიების ორთოპედიულ იმპლანტებს.
ძირითადი ყოველდღიური სამუშაო ადგილი ქ. თბილისი და პერიოდულად მივლინებები რეგიონებში.
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი 400-1500 ლარი (ბონუსი დამოკიდებულია შეკვეთების რაოდენობაზე).
ფუნქცია-მოვალეობები:
- დღის მანძილზე კომპანიაში შემოსული შეკვეთების გამზადება საწყობში და სამედიცინო დაწესებულებაში მიწოდება, ჩაბარება შესაბამის განყოფილებაში;
- სამედიცინო დაწესებულებიდან პროდუქციის უკან დაბრუნება საწყობში;
- კლინიკებში დასაწყობებული პროდუქციის აღწერა ყოველკვირეულად და მარაგების შევსება;
- საჭიროების შემთხვევაში (ფორსმაჟორულ გარემოებაში) არასამუშაო საათების დროს პროდუქციის მიწოდება კლინიკისთვის (დამატებითი ანაზღაურების გათვალისწინებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამედიცინო განათლების მქონე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა.
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური;
- ორგანიზებულობა;
- არაკონფლიქტურობა.