სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
კლინიკა "Beta Plus Fertility" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
- საერთაშორისო სტანდარტებისა და აკრედიტაციის (ISO, JCI და სხვ.) პროცესებში აქტიური მონაწილეობა და კოორდინაცია;
- სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვა და პაციენტის უსაფრთხოების კონტროლი; კლინიკური და ადმინისტრაციული პროცესების მონიტორინგი, შეფასება და გაუმჯობესების გეგმების შემუშავება;
- სამედიცინო მომსახურების ეთიკური საკითხების განხილვა და რეაგირება;
- დოკუმენტაციის განხილვის პროცესში კლინიკის ინტერესების დაცვა;
- სამედიცინო დოკუმენტაციასა და შენახულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
- სხვადასხვა დავალების შესრულება სამედიცინო დირექტორისგან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ხარისხის მართვის სტანდარტების (ISO, JCI, ეროვნული პროტოკოლები) ცოდნა;
- დოკუმენტაციის წარმოებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00)
- ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
https://betaplus.selfrecruit.ge/s/FbTRH