სამედიცინო დოკუმენტაციის მართვისა და ხარისხის მენეჯერი
სს "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის მართვისა და ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი", მუხიანის ქ. №2ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე
კლინიკა "ჯერარსი" ეძებს კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის პროცესების ეფექტიან ორგანიზებას, შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებასა და ხარისხის მართვის სისტემის განვითარებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;
- კლინიკის ყველა სტრუქტურულ ერთეულში სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოების უზრუნველყოფა;
- სამედიცინო ჩანაწერების შიდა აუდიტის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელების კონტროლი;
- დოკუმენტაციაში გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- ხარისხის მართვის სისტემის დანერგვასა და მუდმივ გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- კლინიკის საქმიანობის შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- შიდა პროტოკოლების, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება, გადახედვა და განახლება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
- თანამშრომლების ინფორმირება და ტრენინგების ჩატარება სამედიცინო დოკუმენტაციის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე;
- ხარისხთან დაკავშირებული რისკების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი ეფექტიანობის მონიტორინგი;
- დოკუმენტაციის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში გამოვლენილი პრობლემების შესახებ ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან საჯარო მმართველობის მიმართულებით მიღებულ განათლებას;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართვისა და/ან ხარისხის მენეჯმენტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- ჯანდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, კლინიკური გაიდლაინებისა და შესაბამისი რეგულაციების ცოდნა;
- შიდა აუდიტისა და ხარისხის მართვის სტანდარტების ცოდნა (მაგალითად, ISO, TEMOS);
- ანალიტიკური აზროვნების, ინფორმაციის დამუშავებისა და ანგარიშგების მომზადების უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, Word-ისა და PowerPoint-ის ცოდნა;
- კლინიკურ საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც