სამედიცინო დიაგნოსტიკური სისტემების ინჟინერი — ბიო-მედი

ბიო-მედი — ლოგო
ბიო-მედი

სამედიცინო დიაგნოსტიკური სისტემების ინჟინერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ბიომედი", რომელიც საქართველოში ოპერირებს სამედიცინო და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სფეროში და ახორციელებს საერთაშორისო მწარმოებლების ლაბორატორიული აპარატურის, დიაგნოსტიკური სისტემებისა და რეაგენტების მიწოდებას, ინსტალაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას, ეძებს ლაბორატორიული დანადგარების ინჟინერს.

პოზიცია: ლაბორატორიული დანადგარების / სამედიცინო დიაგნოსტიკური სისტემების ინჟინერი

პირდაპირი ანგარიშვალდებულება: გენერალური მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში ვიზიტებით

ლაბორატორიული და სამედიცინო დიაგნოსტიკური მოწყობილობების გამართული და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათი ინსტალაცია, ტექნიკური მომსახურება, ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა, ასევე მომხმარებლებისთვის პროფესიული ტექნიკური მხარდაჭერისა და ტრენინგების ჩატარება.

პოზიციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ ანალიზატორებთან მუშაობის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

ლაბორატორიული მოწყობილობების ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება:

  • ლაბორატორიული ანალიზატორებისა და სხვა დიაგნოსტიკური მოწყობილობების ინსტალაცია, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება;
  • მოწყობილობის ინსტალაციამდე შესაბამისი ტექნიკური პირობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასება;
  • მოწყობილობის პირველადი ტექნიკური შემოწმება და ფუნქციონირების დადასტურება;
  • ინსტალაციისა და ექსპლუატაციაში გაშვების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • მომხმარებლისთვის მოწყობილობის უსაფრთხო და სწორი ექსპლუატაციის წესების გაცნობა.

ტექნიკური მომსახურება და დიაგნოსტიკა:

  • ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური მოწყობილობების გეგმიური პროფილაქტიკური მომსახურება;
  • ტექნიკური ხარვეზების დროული დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული კომპონენტების, სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების იდენტიფიცირება;
  • ტექნიკური პრობლემების მიზეზების ანალიზი და განმეორებითი ხარვეზების პრევენციის ღონისძიებების შემუშავება;
  • მომხმარებლებისთვის ადგილზე და დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა;
  • მომსახურების, შეკეთებისა და ტექნიკური ჩარევების შესახებ შესაბამისი ანგარიშებისა და აქტების მომზადება.

ლაბორატორიული პროცესების ტექნიკური მხარდაჭერა:

  • ანალიზატორებისა და დაკავშირებული სისტემების მუშაობის მონიტორინგი და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • ლაბორატორიის თანამშრომლებთან კომუნიკაცია მოწყობილობის მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად;
  • ანალიზატორის მუშაობაზე შესაძლო ტექნიკური ფაქტორების გავლენის შეფასება;
  • საჭიროების შემთხვევაში ტესტირების, კონტროლისა და ტექნიკური ვერიფიკაციის პროცესებში მონაწილეობა;
  • მომხმარებლისგან მიღებული ტექნიკური პრობლემების დოკუმენტირება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება.

მომხმარებელთა ტრენინგი:

  • ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგი მოწყობილობის გამოყენების, ყოველდღიური მოვლისა და უსაფრთხოების საკითხებზე;
  • მომხმარებლისთვის ტექნიკური ინსტრუქციებისა და სამუშაო სახელმძღვანელოების მომზადება/ადაპტირება;
  • ახალი თანამშრომლებისთვის საჭირო ტექნიკური ტრენინგების ჩატარება;
  • მომხმარებლის მიერ მოწყობილობის სწორი ექსპლუატაციის მონიტორინგი და საჭირო რეკომენდაციების მიწოდება.

მომწოდებლებთან და მწარმოებლებთან ტექნიკური კომუნიკაცია

  • ტექნიკურ საკითხებზე მომწოდებლებთან და მწარმოებლებთან პროფესიული კომუნიკაცია;
  • რთული ტექნიკური შემთხვევების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის, მონაცემებისა და ანგარიშების მომზადება;
  • ტექნიკური პრობლემების ესკალაცია და მათი გადაწყვეტის პროცესის კოორდინაცია;
  • ახალი მოწყობილობების ან ტექნოლოგიების შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა;
  • სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური კომპონენტების საჭიროების განსაზღვრა;
  • მოწყობილობების შეძენისას ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საგარანტიო და შემდგომი ტექნიკური მომსახურების პირობების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი გამოცდილება:

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს რამდენიმე ტიპის ლაბორატორიულ ანალიზატორთან მუშაობის გამოცდილება და კარგად ესმის კლინიკური ლაბორატორიის სამუშაო გარემო და პროცესები.

  • ლაბორატორიულ, სამედიცინო დიაგნოსტიკურ ან შესაბამის ტექნიკურ სფეროში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
  • ლაბორატორიულ ანალიზატორებთან უშუალო მუშაობის გამოცდილება;
  • ლაბორატორიული მოწყობილობების ინსტალაციის, ტექნიკური მომსახურების, დიაგნოსტიკის ან შეკეთების გამოცდილება;
  • ტექნიკური პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • მომხმარებელთან ტექნიკური კომუნიკაციისა და მხარდაჭერის გამოცდილება.

განათლება:

  • ბიომედიკური ინჟინერია;
  • ელექტრონიკა / ელექტროინჟინერია;
  • სამედიცინო ტექნოლოგიები;
  • ლაბორატორიული ტექნოლოგიები;
  • საინჟინრო ან სხვა შესაბამისი ტექნიკური მიმართულება.
  • შესაბამის სფეროში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შესაძლოა ჩაითვალოს განათლების მოთხოვნის ალტერნატივად.