სამაცივრე საწყობის მენეჯერი- თემქა
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", თბილისში, თემქის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ისააკიანის #1
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1500 ₾ + ბონუსი
საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
- მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი; სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
- პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
- "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; (წითელი ნაშთების განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა");
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/mmSR6tCe