სამაცივრე საწყობის მენეჯერი - რუსთავი — ჯიბე ქეშ & ქერი

samushao.ge
ჯიბე ქეშ & ქერი — ლოგო
ჯიბე ქეშ & ქერი

სამაცივრე საწყობის მენეჯერი - რუსთავი

₾1300 ახალი რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry", რუსთავის ახალ ფილიალში აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, შარტავას #3/ ქ. რუსთავი, თოდრიის #11

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე

ანაზღაურება: 1300 ₾

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
  • სამაცივრე პროდუქციის მიღების პროცესში მონაწილეობა: პროდუქციის მითვლა, ზედნადებისა და რეალური პროდუქციის შედარება, შეუსაბამობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
  • სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით;
  • სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/r9Ufky2c

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ