საკრედიტო რისკების ოფიცერი- ბათუმი, ქუთაისი — Premium Leasing

Premium Leasing — ლოგო
Premium Leasing

საკრედიტო რისკების ოფიცერი- ბათუმი, ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ლიზინგის განაცხადების განხილვა, კომპანიაში მოქმედი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
  • მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შეფასება; რისკების შეფასება და მართვა;
  • საჭიროებისამებრ, კლიენტთან სტანდარტის დაცვით კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემების დაზუსტების ან/და გადამოწმების მიზნით;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ლიზინგის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება და მომიჯნავე დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

  • ფიზიკური პირების დაკრედიტების რისკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით (სავალდებულოა);
  • ანალიტიკური აზროვნებით;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულს;
  • დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებით;

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, გიორგი დანელიას ქ.2

სამუშაო საათები:

  • ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
  • შაბათი, მონაცვლეობით, 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ