საკრედიტო რისკების ოფიცერი- ბათუმი — Premium Leasing

Premium Leasing — ლოგო
Premium Leasing

საკრედიტო რისკების ოფიცერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების ოფიცრის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

  • ლიზინგის განაცხადების განხილვა, კომპანიაში მოქმედი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
  • მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შეფასება; რისკების შეფასება და მართვა;
  • საჭიროებისამებრ, კლიენტთან სტანდარტის დაცვით კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემების დაზუსტების ან/და გადამოწმების მიზნით;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ლიზინგის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება და მომიჯნავე დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

მოთხოვნები:

  • ფიზიკური პირების დაკრედიტების რისკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით (სავალდებულოა);
  • ანალიტიკური აზროვნებით;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულს;
  • დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარებით;

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, გიორგი დანელიას ქ.2

სამუშაო საათები:

  • ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
  • შაბათი, მონაცვლეობით, 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 აგვისტო.

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.