საკრედიტო პორტფელის & ბიზნეს განვითარების მენეჯერი
გაინტერესებს ფინანსები, გაყიდვები, AI და ახალი იდეები?
არ გაქვს სამუშაო გამოცდილება? ეს პრობლემა არ არის.
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია შენი მოტივაცია, ინიციატივა, სწრაფი სწავლის უნარი და სურვილი ახალი გზების აღმოჩენის.
ვიწვევთ III-IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი იდეებითა და ენერგიით შექმნან შედეგი.
ფიქრობ, რომ ძველი მეთოდებით ბიზნესის განვითარება უკვე აღარ არის საკმარისი?
გაქვს იდეები, როგორ შეიძლება ტექნოლოგიების, სოციალური ქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი კლიენტების მოძიება?
მაშინ შესაძლოა სწორედ შენ გეძებთ.
"კაპიტალ ექსპრესი" ეძებს არა უბრალოდ თანამშრომელს, არამედ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ახალი შესაძლებლობების დანახვა, ინიციატივების შეთავაზება და თანამედროვე მიდგომების დანერგვა.
ჩვენთვის გამოცდილება არ არის გადამწყვეტი.
ჩვენ გვაინტერესებს შენი იდეები, ენერგია, ინიციატივა და სურვილი შეცვალო არსებული მიდგომები.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია გააკეთო ის, რასაც სხვები არ აკეთებენ — მოხარული ვიქნებით გაგიცნოთ.
ვის ვეძებთ?
- III-IV კურსის სტუდენტებს;
- ახალ კურსდამთავრებულებს;
- ადამიანებს, რომლთაც სურთ კარიერის დაწყება ფინანსურ სექტორში;
- ახალი კლიენტების მოძიებასა და ურთიერთობების განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს;
- ინიციატივიან და შედეგზე ორიენტირებულ პიროვნებებს;
- თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებისა და AI ტექნოლოგიების გამოყენებით დაინტერესებულ ადამიანებს;
- შემოქმედებით და არასტანდარტულ მიდგომებს კლიენტების მოსაზიდად;
- ადამიანებს, რომლებსაც სურთ სწავლა, განვითარება და საკუთარი იდეების რეალიზება.
ჩვენთვის უპირატესობაა თუ:
- იყენებ ChatGPT-ს ან სხვა AI ინსტრუმენტებს;
- კარგად ერკვევი სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებში;
- გიყვარს ახალი იდეების გამოცდა;
- არ ელოდები, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი დაგხვდება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ სამსახურს არ ეძებს.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სურს შექმნას შედეგი.
შენი ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება თანამედროვე და არასტანდარტული მიდგომების გამოყენებით;
- სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ლიდების გენერაცია;
- AI ინსტრუმენტების გამოყენება გაყიდვებისა და კლიენტების მოძიების პროცესში;
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება;
- პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- საკრედიტო განაცხადების დამუშავება და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
- კლიენტის გადამხდელუნარიანობის შეფასება და განაცხადის საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
- საკრედიტო პორტფელის მართვა და განვითარება.
რას მიიღებ ჩვენთან?
ანაზღაურება:
- საგამოცდო პერიოდი (3 თვე): 800 ლარი + ბონუსი (500 ლარამდე)
- საგამოცდო პერიოდის შემდეგ: 1200 ლარი + ბონუსი (800-1500 ლარამდე)
შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა:
- პორტფელის ზრდისა და მიღწეული შედეგების შესაბამისად, ანაზღაურება შესაძლოა გაიზარდოს 1200 ლარიდან 2400 ლარამდე.
- ჩვენთან შენი შემოსავალი პირდაპირ არის დაკავშირებული შენს შედეგებთან, ინიციატივასთან და შექმნილ ღირებულებასთან.
- რაც უფრო წარმატებით განავითარებ პორტფელს და მოიზიდავ ახალ კლიენტებს, მით უფრო სწრაფად გაიზრდება შენი შემოსავალიც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა თქვენი გამოცდილება, არამედ თქვენი აზროვნება, ინიციატივა და ახალი იდეები.
გაცნობებთ, რომ შპს კაპიტალექსპრესი კანდიდატის პერსონალური მონაცემებს (მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, განათლების, პროფესიული აქტივობების/მიღწევების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას) ამუშავებს (შეგროვების, გადახედვის, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის და განადგურების ფორმით) შესაბამის ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე პირის დასაქმების (კონკურსის დასრულების) ვადით და შემდგომ ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც.
კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების ყველა ოპერაცია ეფუძნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.
კომპანიის მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას გაეცანით აქ -
კონფიდენციალურობის პოლიტიკა http://www.capexcredit.ge/).