საკომუნიკაციო მენეჯერი
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.
ბენე კომფორტის მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საკომუნიკაციო მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- შემომავალი ზარების მიღება და მობინადრეების მოთხოვნების დაფიქსირება
- პრობლემების, საჩივრებისა და შეკითხვების სწრაფი დამუშავება
- ინფორმაციის მიწოდება კომპლექსის სერვისების, წესების და მიმდინარე სამუშაოების შესახებ
- საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება (მობინადრეებთან, ტექნიკურ გუნდთან, კონტრაქტორებთან)
- საკითხების გადამისამართება შესაბამის სამსახურში (ტექნიკური, დასუფთავება, უსაფრთხოება და ა.შ.)
- მიღებული მოთხოვნების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი
- კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება (მაგ. ავარია, წყლის/დენის პრობლემა)
- პერიოდული ანგარიშგების მომზადება (ზარების რაოდენობა, ტიპები, რეაგირების დრო)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- სამუშაო ადგილი - თბილისი;
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი