საქმისწარმოების უმცროსი სპეციალისტი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საქმესწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპონდენციის ბრუნვის სისტემის შექმნაში, დანერგვასა და კონტროლში მონაწილეობა;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის დროულად დამუშავება, რეგისტრაცია;
- გადანაწილება, შენახვის და დანიშნულებისამებრ გაგზავნის უზრუნველყოფა;
- დოკუმენტების შინაარსის მიხედვით სააღრიცხვო/საცნობარო ელექტრონული რეესტრის წარმოება;
- შემოსული დოკუმენტების დროული განხილვის, განაწილებისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება;
- დოკუმენტების შენახვა/არქივირება;
- დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა - დაბეჭდვის, ასლების გადაღების და ოპერატიული გამრავლების უზრუნველყოფა;
- საფოსტო-საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა;
- საქმისწარმობის მთავარი სპეციალისტის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება.
ცოდნა და უნარები:
- ინგლისური და რუსული ენების B2/ B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პუნქტუალური;
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული.