საქმის მწარმოებელი — უჯ ლუბრიკანტს

უჯ ლუბრიკანტს — ლოგო
უჯ ლუბრიკანტს

საქმის მწარმოებელი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

UG Lubricants აცხადებს ვაკანსიას საქმის მწარმოებელის პოზიციაზე.

ვაკანსიის აღწერა: UG Lubricants ეძებს საქმის მწარმოებელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზებასა და დოკუმენტბრუნვის მართვაზე. პოზიცია მოიცავს ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერას, კორესპონდენციის მართვას და კომპანიის დოკუმენტაციის მოწესრიგებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება
  • ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • კომპანიის შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამის ადრესატებთან გადანაწილება
  • ოფიციალური წერილების, განცხადებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა
  • კომპანიის დოკუმენტაციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და არქივირება
  • შეხვედრებისა და სამუშაო კალენდრის ორგანიზებაში მხარდაჭერა ხელმძღვანელობისთვის
  • საკურიერო და საფოსტო გზავნილების ორგანიზება
  • ოფისში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია
  • კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა საჭიროების შემთხვევაში
  • ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან უმაღლესთან გათანაბრებული განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის მიმართულებაში
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა
  • დოკუმენტბრუნვისა და საქმიანი კომუნიკაციის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ენების ცოდნა:

  • ქართული – აუცილებელია
  • ინგლისური – აუცილებელია
  • რუსული – აუცილებელია

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (Full time)

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი: სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი) სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

ანაზღაურება: ანაზღაურება გაანისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ბენეფიტები:

  • სტაბილური სამუშაო გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა