საქმეთწარმოების სპეციალისტი- ქუთაისი — ადეიშვილის კლინიკა

ადეიშვილის კლინიკა

საქმეთწარმოების სპეციალისტი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში.

"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
  • წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ჰოსპიტლის დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია;
  • (შიდა/გარე) კორესპონდენციის, სხვადასხვა დოკუმენტების მომზადების პროცედურების დაცვაზე კონტროლი, დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შენახვა და მართვა;
  • კანცელარიისა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
  • შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზება;
  • HR განყოფილებასთან თანამშრომლობა;
  • დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობასა და დადგენილი ვადების დაცვაზე კონტროლი და აღნიშნულთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების სისტემატური ინფორმირება;
  • შიდა დოკუმენტების ჩანაწერების კონტროლი დაწესებულების მასშტაბით;
  • შიდა და გარე დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა, საოფისე და რუტინული საქმისწარმოების პროცესების მუდმივი მონიტორინგი.

საჭირო უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი);
  • ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.