საქმეთა მწარმოებელი- ქუთაისი
სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
ფუნქცია/მოვალეობები:
- პროექტის ზედამხედველობა.
- პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი.
- დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.
- მშენებლობისა და შიდა სარემონტო სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი.
- სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
- საწყობის კონტროლი.
- სამშენებლო სამუშაოს ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვე-კონტრაქტორების და პერსონალის ზედამხედველობა.
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციისთვის სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.
- მშენებლობის შესაბამისობის კონტროლი არსებულ ნახაზებთან.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი.
- სტრესულ გარემოში პროდუქტიულობის შენარჩუნება.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ორგანიზებულობა.
- გუნდურად მუშაობის უნარი.
- გამოცდილება: გამოცდილებად განიხილება სამშენებლო ობიექტის საქმისმწარმოებლის და პროექტის მენეჯერის კვალიფიკაცია.
სამუშაო კვირა - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8 (9) საათი.
შრომის ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.