საქმეთა მწარმოებელი — დეკოლაინი

დეკოლაინი

საქმეთა მწარმოებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი: სრული

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო და სარემონტო ობიექტებზე სამუშაო პროცესების გამართულობას, ხარისხის კონტროლსა და გუნდის ეფექტურ კოორდინაციას. საქმეთა მწარმოებელი პასუხისმგებელი იქნება პროექტის გეგმის მიხედვით შესრულებაზე, რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის მასალების დეტალური გაცნობა, დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა
  • ობიექტებზე დავალებების განაწილება, ბრიგადების სამუშაო განრიგის შედგენა და უფლებამოსილ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია
  • სამუშაოების მიმდინარეობაზე დაკვირვება, პროექტთან შესაბამისობის შეფასება და ნებისმიერ გადახრაზე ოპერატიული რეაგირება
  • შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაცია ობიექტის ტექნიკითა და მასალით დროული მომარაგების მიზნით
  • ყოველდღიური სამუშაოების შეჯამება, დოკუმენტირება და მომდევნო დღის აქტივობების დაგეგმვა
  • ნამუშევარ საათებზე მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება უფლებამოსილი პირებისთვის
  • სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; საფრთხეების იდენტიფიცირება
  • მასალებისა და რესურსების რაციონალური ხარჯვისა და ობიექტზე დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურის ან პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით)
  • დამატებითი სერტიფიკატები მშენებლობის მართვის ან შრომის უსაფრთხოების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გამოცდილება:

  • მინიმუმ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მშენებლობის ან/და პროექტების მართვის სფეროში
  • საცხოვრებელი, კომერციული ან ინდუსტრიული პროექტების მართვის გამოცდილება
  • ბიუჯეტის, მასალებისა და ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკა

პროფესიული უნარები:

  • სამშენებლო/სარემონტო პროექტების დაგეგმარებისა და კოორდინაციის ცოდნა
  • ბიუჯეტირების, რესურსების მართვისა და ხარჯთაღრიცხვების კითხვის ცოდნა
  • ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა
  • რისკების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

პიროვნული თვისებები:

  • ლიდერული თვისებები და გუნდური მუშაობის ორგანიზების უნარი
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა, კონფლიქტების მართვისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
  • სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

  • შრომის უსაფრთხოებისა და დისციპლინის წესების მკაცრი დაცვა
  • კომპანიის შიდა ნორმატიული დოკუმენტებისა და კანონმდებლობის დაცვა
  • დროის ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება (რეპორტინგი)