საქმეთა მწარმოებელი — ბრიტანია დეველოპმენტ

ბრიტანია დეველოპმენტ

საქმეთა მწარმოებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • პროექტის ზედამხედველობა.
  • პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი.
  • დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.
  • მშენებლობისა და შიდა სარემონტო სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი.
  • სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
  • საწყობის კონტროლი.
  • სამშენებლო სამუშაოს ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვე-კონტრაქტორების და პერსონალის ზედამხედველობა.
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული კონტროლი.
  • საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციისთვის სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.
  • მშენებლობის შესაბამისობის კონტროლი არსებულ ნახაზებთან.

მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი.
  • სტრესულ გარემოში პროდუქტიულობის შენარჩუნება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ორგანიზებულობა.
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

გამოცდილება:

  • გამოცდილებად განიხილება სამშენებლო ობიექტის საქმისმწარმოებლის და პროექტის მენეჯერის კვალიფიკაცია.
  • სამუშაო კვირა - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8 (9) საათი.

შრომის ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.