საქმეთა მწარმოებელი — რებილდი

რებილდი

საქმეთა მწარმოებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება;
  • სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების წარმოება;
  • სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
  • საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე;
  • სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;
  • პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
  • ბრიგადებთან კომუნიკაცია და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაწერილი პროცედურის ყოველდღიურ რეჟიმში წარმოება და გადმოგზავნა, შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
  • სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad);
  • სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • შეკღუდულ ვადებში მუშაობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას.