საქმეთა მმართველი / ობიექტების მენეჯერი — კოტეჯები.ჯი

samushao.ge
კოტეჯები.ჯი — ლოგო
კოტეჯები.ჯი

საქმეთა მმართველი / ობიექტების მენეჯერი

₾3500 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Kotejebi.ge აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საქმეთა მმართველი / ობიექტების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტები საქართველოს რეგიონებში · ბაზა — თბილისი

Kotejebi.ge ეძებს საქმეთა მმართველს / ობიექტების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე სამშენებლო ობიექტების ყოველდღიურ კონტროლსა და მართვაზე. ჩვენ სრულ ციკლს ვუძღვებით — ნებართვიდან გასაღებამდე. შენ ხარ ის, ვინც ამ დაპირებას ობიექტზე შედეგად აქცევს.

ფიქსირებული ანაზღაურება: 3,500 ₾ ხელზე

ბონუსი შედეგზე: 800 ₾-მდე თვეში

სამსახურებრივი გადაადგილება: საწვავი კომპანიისგან

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე პროცესების ყოველდღიური კონტროლი — ადგილზე და დისტანციურად;
  • საკვანძო ეტაპებზე ობიექტზე პირადი დასწრება: საძირკველი/კარკასი · კომუნიკაციები დაფარვამდე · გამართვა-გადაცემა;
  • სამუშაოების გეგმისა და ვადების შესრულების მონიტორინგი;
  • მუშებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
  • სამშენებლო მასალების საჭიროების განსაზღვრა და მათი დროული მიწოდების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ობიექტზე არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის ორგანიზება;
  • ეტაპობრივი ფოტო/ვიდეო ანგარიშგება — ყველა კვანძის ფიქსაცია დაფარვამდე;
  • შესრულებული სამუშაოებისა და გამოყენებული მასალების აღრიცხვა;
  • ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
  • ობიექტის შესწავლა და მისი რეალური ღირებულების განსაზღვრა — დამოუკიდებლად, ინიციატივით;
  • პროექტის ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ობიექტის მართვის ან ზედამხედველობის გამოცდილება — აუცილებელია;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ადამიანების მართვისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • პრობლემების სწრაფად შეფასებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • ხარჯთაღრიცხვის შედგენის უნარი — მასალისა და სამუშაოს რეალური ღირებულების დათვლა;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი — აუცილებელია;
  • კომპიუტერთან თავისუფალი მუშაობა — ფოტოანგარიშები, ცხრილები, დისტანციური კომუნიკაცია;
  • მზადყოფნა რეგიონებში რეგულარული მივლინებისთვის, ღამისთევის ჩათვლით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაოს განვითარებად სამშენებლო კომპანიაში;
  • ხელფასის გადახედვას ყოველ 6 თვეში — ზრდა შედეგების მიხედვით;
  • გაზომვად ბონუსების სისტემას შედეგების მიხედვით;
  • საწვავის ხარჯის ანაზღაურებას;
  • დამოუკიდებლობას გადაწყვეტილებებში — ობიექტი შენი პასუხისმგებლობაა;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ