საქმეთა მმართველი
კომპანია "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მმართველის (პრარაბი) პოზიციაზე.
სფერო: მშენებლობა, რემონტი
მისამართი: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კონტროლი.
- მუშახელისა და ქვეკონტრაქტორების მუშაობის კოორდინაცია.
- სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი პროექტის შესაბამისად.
- სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის მიღება, დასაწყობება და რაციონალური ხარჯვის კონტროლი.
- უსაფრთხოების წესების (შრომის უსაფრთხოება) მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა ობიექტზე.
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მშენებლობის ან ინჟინერიის მიმართულებით (სასურველია).
- პრარაბის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა.
- გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
- გრძელვადიან თანამშრომლობას სტაბილურ კომპანიაში.