სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი — სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა — ლოგო
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული მიმართულება);
  • სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება (სასურველია კვების სფეროში);
  • სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
  • სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარება;
  • "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება;
  • შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მისაღებად;
  • სატენდერო/საკონკურსო პროცედურების წარმართვა, ოქმების მომზადება და ა.შ.
  • სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ);
  • ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.