საიტის მენეჯერი
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას საიტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მშენებლობაზე დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის შეფასება;
- ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
- ობიექტზე ინსპექტირების ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
- მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა);
- Cad (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება;
- სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- სამშენებლო-ტექნიკური ნორმები, წესები და სტანდარტების ცოდნა;
- პროექტებისა და ხარისხის მართვის გამოცდილება;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
- MS Office.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ "m²"-ის გუნდს, გთხოვთ 15 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV.
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.