საიტ მენეჯერი — IPS Facade

IPS Facade — ლოგო
IPS Facade

საიტ მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

IPS Facade - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საფასადე მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი.

"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიებს საიტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების ვადების კონტროლი;
  • სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და მოქმედ სტანდარტებთან;
  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია;
  • სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა და კონტროლი;
  • სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • პროექტის მენეჯერთან, ინჟინრებთან, დამკვეთთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • წარმოშობილი ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვისა და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
  • პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება- აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
  • უპირატესობა მიენიჭება ვენტილირებადი ფასადის მიმართულებით ობიექტების მართვაში მუშაობის გამოცდილებას.
სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00