საინჟინრო პროექტების ზედამხედველი - საიტ მენეჯერი
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - საიტ მენეჯრის პოზიციაზე რუსთავში
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
- ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
- სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
- ადგილმდებარეობა: რუსთავი, თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტ მენეჯერთან ერთად განსახორციელებლი პროექტის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება.
- პროექტისთვის, პროექტ მენეჯერთან ერთად მემონტაჟეების რაოდენობის განსაზღვრა.
- გეგმა გრაფიკის აღსრულება და კონტროლი.
- ადგილობრივი შეკვეთების მოთხოვნა, შესაბამისობის დადასტურება და მიღებული შეკვეთის ჩაბარება.
- შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული რეპორტინგი.
- მემონტაჟეების ნამუშევარი დროის რეპორტი თვეში 2-ჯერ.
- ყოველთვიური ფორმა 2-ის წარმოება.
- ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება ამ სფეროში მინ 2 წელი;
- ტექნიკური ნახაზების კითხვა;
- აუცილებელია მართვის მოწმობა;
- პრობლემების მოგვარების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- მუდმივი განვითარების სურვილი;
- დისციპლინირებულობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- განვითარების შესაძლებლობა;
- მეგობრული გარემო;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/