საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი — Pixel Center

Pixel Center

საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პიქსელის გუნდი ეძებს ახალ წევრს საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ყოველდღიური მოვალეობები:
  • შენობის აქტუალური საპროექტო და as-built დოკუმენტაციის ანალიზი და აუდიტი
  • შენობის საინჟინრო დოკუმენტაციის აქტუალიზაცია, შენობის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • შენობის სივრცეების ელექტრონული გეგმარებების შემოწმება, მათი ანალიზი და შენობის რეალურ გეგმარებებთან შესაბამისობაში მოყვანა
  • შენობაში არსებული ყველა სისტემის ტექნიკური მდგომარეობისა და მუშაობის ეფექტურობის შეფასება, ასევე საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და აღნიშნული სისტემების/დანადგარების ტექნიკური გაუმჯობესების გეგმის შედგენა
  • დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში შესაბამისი საჭირო პროექტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება
  • მსხვილი სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად შემსრულებელი კომპანიების მოძიება ტენდერის მეშვეობით, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა/დამუშავება, ასევე შესაბამისი მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვების დაორგანიზება
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი და უკვე გაწეული ანაზღაურებული სამუშაოების ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლი
  • შენობაში არსებული საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციის, მათი ტექნიკური მომსახურებისა და შემდგომი მომსახურების ხარისხის კონტროლი
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
  • არქიტექტურული პროგრამების: ArchiCAD ან AutoCAD ცოდნა, სასურველია 3D Max-ისა და Adobe Photoshop-ის ცოდნა
  • გუნდური მუშაობის უნარი, მოწესრიგებულობა, დროის მენეჯმენტი
  • ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა