საინჟინრო ჯგუფის ხელმძღვანელი — ცურ-ჯგუფი

ცურ-ჯგუფი — ლოგო
ცურ-ჯგუფი

საინჟინრო ჯგუფის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

TSUR GROUP ინოვაციებზე ორიენტირებული ქართულ-ებრაული ჰოლდინგია, რომელიც 2019 წ. დაარსდა და აერთიანებს უკვე წარმატებულ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა NAMI 8, Aromaco, Zion.

ჰოლდინგის მრავალპროფილური პორტფელიო საინვესტიციო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და დეველოპმენტის ერთიან ეკოსისტემას მოიცავს.

ჩვენი მთავარი ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი, ეს ნიშნავს ზრუნვას ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ.

ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.

TSUR GROUP-ში Aromaco-სა და Nami 8-ს ბრენდებისათვის ვეძებთ თანამოაზრეს, რომელიც დაიკავებს საინჟინრო ჯგუფის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციას.

ვის ვეძებთ?

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, ინოვაციური აზროვნების მქონე და შედეგზე ორიენტირებულ საინჟინრო ჯგუფის ხელმძღვანელს, ვისთვისაც ტექნიკური პროცესების სისტემური მართვა, გუნდის ლიდერობა და აპარატურის მუშაობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება პრიორიტეტია. თუ გაგაჩნიათ ელექტრომექანიკური სისტემების სიღრმისეული ცოდნა, წყლის სისტემებიც არ არის თქვენთვის უცხო, გიყვართ რთული ტექნიკური გამოწვევების გადაჭრა და შეგიძლიათ გუნდის წარმართვა მაღალი ოპერაციული სტანდარტებისკენ, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

რა იქნება შენი მთავარი მისია?

  • „არომაკოსა“ და „ნამი8“-ის დაზიანებული/მობრუნებული აპარატების დიაგნოსტიკის, შეკეთებისა და ხელახლა იჯარაზე გაშვების პროცესის სრული მართვა.
  • აპარატურის ტექნიკური სტანდარტიზაცია და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოპერაციო წესების შემუშავება.
  • არსებული აპარატების ხარვეზების ანალიზი და ინოვაციური საინჟინრო მოდერნიზაცია (მაგ. წყლის სისტემების, ძრავის ეფექტიანობის გაუმჯობესება).
  • ინჟინრების გუნდის მართვა: სამუშაო პროცესების დაგეგმვა, შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და გუნდის წევრების კვალიფიკაციის ამაღლება.
  • სარემონტო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მარაგების დაგეგმვა და წლიური სარემონტო ბიუჯეტის კონტროლი.
  • საწყობთან მჭიდრო კოორდინაცია დაზიანებული და შეკეთებული აპარატების აღრიცხვისა და მოძრაობის სისტემის გამართვის მიზნით.
  • ტექნიკური ხარვეზების სტატისტიკის ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

რას ველოდებით თქვენგან?

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინჟინერია, ავტომატიკა, ელექტროტექნიკა ან მომიჯნავე დარგი).
  • მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით, მათ შორის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გუნდის მმართველ პოზიციაზე.
  • ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკური სისტემების, ასევე წყალმომარაგებისა და ფილტრაციის სისტემების (ჰიდრავლიკა) სიღრმისეული ცოდნა.
  • საინჟინრო ნახაზებისა და სქემების კითხვა/შედგენის უნარი; AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება.
  • დიაგნოსტიკური აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა და ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებების პოვნისა და დანერგვის უნარი.
  • სისტემური აზროვნება, ქაოსის მართვის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • სპეციალურ ფასდაკლებას TSUR GROUP-ის ყველა ბრენდის პროდუქტებზე (Aromaco, Nami8 და სხვა).

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ

ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ვისთვისაც პროფესიული ზრდა და კეთილი საქმეების კეთება ერთნაირად მნიშვნელოვანია. თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის TSUR GROUP-თან ერთად, არ დააყოვნო და გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე.