საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი- რუსთავი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- საინჟინრო დეპარტამენტის სტრატეგიული მართვა, განვითარება და საკუთარი გუნდის დამოუკიდებლად დაკომპლექტება (კადრების შერჩევა, გასაუბრება და პოზიციებზე განაწილება).
- პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკური, საინჟინრო და საპროექტო დოკუმენტაციის მართვის პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი.
- პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა და დეპარტამენტის მუშაობის სრულყოფილი კოორდინაცია.
ფუნქცია-მოვალეობები:
- წარმოების შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალებისა და სამუშაო ნახაზების დაგეგმვის პროცესის ხელმძღვანელობა.
- კომპანიის საინჟინრო ცოდნის მართვა და კომპიუტერული ფორმატების ერთიანი სტანდარტების განსაზღვრა/შენარჩუნება.
- წარმოებისთვის ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერის აღმოჩენა, საინჟინრო ინფორმაციის სწორი დოკუმენტირება და ფაილების მართვა.
- შეკვეთის დეტალებსა და შესრულების გეგმებს შორის შესაბამისობის მკაცრი კონტროლი.
- წარმოების პროცესების ეფექტური დაგეგმვა და ოპტიმიზაცია.
- სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ორგანიზება და ზედამხედველობა.
- წარმოების პროცესში ჩართული პირებისთვის პროდუქტის ტექნიკური დეტალების დროული გაცნობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით.
- მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ ან უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.
- AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- ძლიერი ლიდერული, მენეჯერული და გუნდის მართვის უნარები.
ჩვენი შეთავაზება:
- სრული პასუხისმგებლობას და გუნდის დამოუკიდებლად დაკომპლექტების შესაძლებლობას
- კონკურენტული ანაზღაურება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ლიდერობის უნარი
- თავდაჯერებულობა
- ორგანიზებულობა
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!