საინვესტიციო რისკების ანალიტიკოსი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო რისკების ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, მათემატიკაში, სტატისტიკაში, რისკების მართვაში ან სხვა შესაბამის სფეროში. მაგისტრის ხარისხი, CFA ან FRM ჩაითვლება უპირატესობად.
- არანაკლებ 1 წლის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, საინვესტიციო ანალიზის, რისკების მართვის, შესაბამისობის მონიტორინგის, საბანკო საქმიანობის, კაპიტალის ბაზრების, აუდიტის, აქტივების მართვის, საპენსიო ფონდის მართვის ან სხვა დაკავშირებული მიმართულებით.
- კაპიტალის ბაზრების, აქტივების კლასების, საინვესტიციო ინსტრუმენტების, პორტფელის მართვისა და რისკისა და შემოსავლიანობის ძირითადი კონცეფციების ცოდნა.
- საინვესტიციო რისკის მაჩვენებლების, შედეგების შეფასების, ფინანსური ანალიზისა და შესაბამისობის მონიტორინგის საბაზისო ცოდნა.
- საქართველოს ფინანსური ბაზრებისა და ადგილობრივი საინვესტიციო ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ძლიერი ანალიტიკური და რაოდენობრივი უნარები.
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- Bloomberg-ის, პორტფელის მართვის სისტემების, რისკების მართვის სისტემების ან მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- Python-ის, R-ის, SQL-ის, VBA-ის, MATLAB-ის ან სხვა პროგრამირების/მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები.
- დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ვადებთან მუშაობის უნარი.
- კეთილსინდისიერების, კონფიდენციალურობის, მმართველობისა და შესაბამისობის მაღალი სტანდარტების დაცვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
საინვესტიციო რისკების ანალიტიკოსი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:
რისკების მონიტორინგი და შესაბამისობის მხარდაჭერა
- საინვესტიციო რისკების ექსპოზიციების მონიტორინგის მხარდაჭერა, მათ შორის საბაზრო, საკრედიტო, ლიკვიდობის, სავალუტო, კონცენტრაციის, კონტრაჰენტის და სხვა შესაბამისი საინვესტიციო რისკების მიმართულებით.
- საინვესტიციო საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგის მხარდაჭერა მოქმედ კანონმდებლობასთან, მარეგულირებლის მოთხოვნებთან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან, შიდა ლიმიტებთან, კომიტეტების გადაწყვეტილებებთან და შესაბამის შიდა პროცედურებთან.
- საინვესტიციო სამსახურის პირველი ხაზის რისკის კონტროლის ფუნქციის მხარდაჭერა საინვესტიციო მონაცემების, ექსპოზიციებისა და ლიმიტების შემოწმების გზით, შესაბამის შემთხვევაში, გარიგების შესრულებამდე ან შესრულების შემდეგ.
- პოტენციური დარღვევების, გადახრების ან წარმოშობილი რისკების იდენტიფიცირებასა და ანგარიშგებაში მონაწილეობა და შესაბამისი საკითხების ესკალაცია პორტფელური რისკების მართვისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსთან დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
- ლიმიტების მონიტორინგის ფაილების, ექსპოზიციების გაანგარიშებების, შესაბამისობის შემოწმების სიებისა და საინვესტიციო რისკების მონიტორინგისთვის საჭირო სხვა სამუშაო დოკუმენტების მომზადებისა და წარმოების მხარდაჭერა.
- ფაქტობრივი პორტფელური განაწილების მონიტორინგის მხარდაჭერა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ სტრატეგიულ წონებთან და დასაშვებ გადახრის კორიდორებთან მიმართებით.
- კონტრაჰენტების სავაჭრო ხაზების, დამტკიცებული ლიმიტებისა და ლიმიტების გამოყენების დონის მონიტორინგის მხარდაჭერა.
ანალიტიკა და შედეგების შეფასება
- საინვესტიციო რისკებისა და პორტფელების შედეგების მაჩვენებლების გაანგარიშებისა და ინტერპრეტაციის მხარდაჭერა, მათ შორის ვოლატილობის, მაქსიმალური ვარდნის, tracking error-ის, კონცენტრაციის მაჩვენებლების, სავალუტო ექსპოზიციის, დურაციისა და სხვა შესაბამისი მაჩვენებლების მიმართულებით.
- ფონდის პორტფელების შედეგების რეგულარული შეფასების მხარდაჭერა დამტკიცებულ ბენჩმარკებთან და შესაბამის საბაზრო მაჩვენებლებთან მიმართებით.
- რისკზე მორგებული შემოსავლიანობის ანალიზის, პორტფელის ეფექტიანობის ანალიზისა და performance attribution-ის მასალების მომზადებაში მონაწილეობა.
- განყოფილების მიერ გამოყენებული ანალიტიკური მოდელების, dashboard-ებისა და ანგარიშგების ფორმების განვითარებისა და გაუმჯობესების მხარდაჭერა.
საკრედიტო რისკი და აქტივების კლასების მონიტორინგი
- კორპორაციული ობლიგაციების პორტფელის მიმდინარე მონიტორინგის მხარდაჭერა, მათ შორის ემიტენტის ფინანსური ანალიზის, კოვენანტების მონიტორინგის, რეიტინგის ცვლილებებისა და სხვა შესაბამისი საკრედიტო რისკის მაჩვენებლების მიმართულებით.
- გაძლიერებული მონიტორინგის ქვეშ მყოფი საკრედიტო პოზიციებისთვის watchlist-ის მასალების მომზადების მხარდაჭერა.
- შემოთავაზებული კორპორაციული საკრედიტო ექსპოზიციების, არსებული ინსტრუმენტების ცვლილებებისა და სხვა საინვესტიციო წინადადებების რისკის ჭრილში ანალიზის მხარდაჭერა.
სცენარული ანალიზი, სტრეს-ტესტირება და სტრატეგიული აქტივების განაწილების მხარდაჭერა
- სცენარული ანალიზის, სტრეს-ტესტირებისა და მგრძნობელობის ანალიზის მხარდაჭერა ბაზრის, მაკროეკონომიკური, საპროცენტო განაკვეთების, სავალუტო, ლიკვიდობის ან მარეგულირებელი ცვლილებების ფონდის პორტფელებზე შესაძლო გავლენის შესაფასებლად.
- სტრატეგიული აქტივების განაწილებასთან დაკავშირებული ანალიტიკური სამუშაოების მხარდაჭერა, მათ შორის აქტივების კლასების, რისკისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მახასიათებლებისა და საბაზრო მაჩვენებლების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და მომზადების გზით.
სისტემები, მონაცემები და რეკონსილიაციის მხარდაჭერა
- შესაბამისი სისტემებისა და მონაცემთა წყაროების, მათ შორის პორტფელის მართვის სისტემის, Bloomberg-ის, Excel-ისა და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება რისკების მონიტორინგის, ექსპოზიციების ანალიზისა და ანგარიშგების მიზნებისთვის.
- საინვესტიციო რისკების მონიტორინგისთვის რელევანტური მონაცემთა ხარისხის, რეკონსილიაციის ან სისტემური მონაცემების საკითხების იდენტიფიცირებისა და მოგვარების მხარდაჭერა.
- განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულების რეკონსილიაციის შედეგების განხილვასა და რისკისთვის რელევანტური ანომალიების ვალიდაციაში მონაწილეობა.
ანგარიშგება და დოკუმენტაცია
- პერიოდული საინვესტიციო რისკის, შესაბამისობისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება ან მომზადების მხარდაჭერა შიდა პროცედურებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.
- განყოფილების უფროსისთვის, საინვესტიციო სამსახურისთვის, საინვესტიციო დირექტორისთვის, საინვესტიციო კომიტეტისთვის, მმართველობითი საბჭოსთვის და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მასალებისა და პრეზენტაციების მომზადების მხარდაჭერა.
- საჯარო და შიდა ანგარიშების მომზადების მხარდაჭერა, მათ შორის წლიური საინვესტიციო ანგარიშისთვის რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება.
- ანალიზების, გაანგარიშებების, მონიტორინგის შედეგებისა და დამხმარე ფაილების სათანადო დოკუმენტაციის წარმოება.
თანამშრომლობა და სხვა ფუნქციები
- პორტფელის მენეჯერებთან, საინვესტიციო ოპერაციებთან, შესაბამისობის ფუნქციასთან, მეორე ხაზის რისკის ფუნქციასთან, ფინანსურ, იურიდიულ და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა საინვესტიციო რისკებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- შიდა შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფებსა და განხილვებში მონაწილეობა საინვესტიციო რისკების მონიტორინგის, პორტფელური ანალიტიკის, შედეგების შეფასებისა და საინვესტიციო ანგარიშგების საკითხებზე.
- საინვესტიციო რისკებთან, ანალიტიკასთან, შესაბამისობის მონიტორინგსა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად.
- საინვესტიციო დირექტორის, საინვესტიციო სამსახურის უფროსის, პორტფელური რისკების მართვისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსისა და სხვა უფლებამოსილი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება, მათი კომპეტენციის ფარგლებში.