საინვესტიციო პროექტის იურისტი- ბათუმი — Loft Towers

Loft Towers — ლოგო
Loft Towers

საინვესტიციო პროექტის იურისტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია "Loft Towers" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო პროექტის იურისტის პოზიციაზე.

პროექტი: Wyndham Garden Kobuleti

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული ზედამხედველობა;
  • სამშენებლო, საინვესტიციო და კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, შემოწმება და მოლაპარაკება;
  • კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და ინვესტორებთან სამართლებრივი ურთიერთობების მართვა;
  • უძრავი ქონების დოკუმენტაციის შემოწმება, რეგისტრაცია და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო ნებართვებთან და სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია;
  • სამართლებრივი რისკების ანალიზი და მათი მინიმიზაცია;
  • დავების, პრეტენზიების და მოლაპარაკებების სამართლებრივი მართვა;
  • პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • ბრენდირებული სასტუმროს ოპერაციული სამართლებრივი მხარდაჭერა (hotel management / franchise / branding agreements);
  • საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • მინიმუმ 4-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში (სასურველია სამშენებლო, დეველოპერულ ან უძრავი ქონების პროექტებში;);
  • სამოქალაქო, სახელშეკრულებო, სამშენებლო და ადმინისტრაციული სამართლის ღრმა ცოდნა;
  • უძრავი ქონებისა და სასტუმრო ინდუსტრიის სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;
  • ბრენდირებულ სასტუმროებთან მუშაობის გამოცდილება (management / franchise agreements);
  • ხელშეკრულებების დამოუკიდებლად შედგენა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • საინვესტიციო და სამშენებლო პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერის გამოცდილება;
  • სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სამართლებრივი რისკების ანალიზი და პრევენციული გადაწყვეტილებების მიღება;
  • დავების მართვისა და სასამართლო/არბიტრაჟის პროცესების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
  • ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და პასუხისმგებლობის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • უნიკალურ გამოცდილებას როგორც დეველოპერულ, ისე სასტუმრო ინდუსტრიაში;
  • კარიერულ ზრდას Loft Towers-ის მიმდინარე და მომავალ პროექტებში.

ლოკაცია: ბათუმი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ