საინვესტიციო პროექტის ბუღალტერი- ბათუმი
დეველოპერული კომპანია "Loft Towers" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო პროექტის ბუღალტრის პოზიციაზე.
პროექტი: Wyndham Garden Kobuleti
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის სრული ბუღალტრული აღრიცხვა (Full-cycle accounting);
- დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების მართვა და კონტროლი;
- ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა და ფინანსური ნაკადების მონიტორინგი;
- ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ფინანსური ანალიზი;
- ინვოისების, კონტრაქტებისა და პირველადი დოკუმენტაციის მართვა;
- მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისა და ინვესტორებისთვის;
- საგადასახადო და ბუღალტრული შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილი მომზადება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
- სრული ბუღალტრული ციკლის პრაქტიკული ცოდნა;
- დებიტორული და კრედიტორული აღრიცხვის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C ან ERP სისტემები);
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დამატებითი ცოდნა და უპირატესობა:
- სამშენებლო/დეველოპერული პროექტების ბუღალტრული სპეციფიკის ცოდნა;
- Cash Flow (ფულადი ნაკადების) დაგეგმვა და კონტროლი;
- Budget vs Actual ანალიზის გამოცდილება;
- კონტრაქტების ფინანსური პირობების გაანალიზების უნარი;
- ინვესტორებისთვის ანგარიშგების მომზადების გამოცდილება;
- IFRS-ის საბაზისო ცოდნა;
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (1C / SAP / Odoo ან სხვა);
- პროექტის ხარჯების კოდირების და კონტროლის გამოცდილება;
- ფინანსური რეპორტინგის მაღალი დონის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით;
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დეველოპერულ სექტორში;
- კარიერულ ზრდას Loft Towers-ის მიმდინარე და მომავალ პროექტებში.
ლოკაცია: ბათუმი