საინვესტიციო ოპერაციების მენეჯერი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო ოპერაციების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა მომიჯნავე სფეროში; დამატებით უპირატესობად ჩაითვლება CFA პროგრამის მინიმუმ პირველი საფეხურის წარმატებით გავლა ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატი;
- არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო ოპერაციების, საბანკო ოპერაციების, კასტოდიალური მომსახურების, ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ან სხვა დაკავშირებულ სფეროში;
- კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის, ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშსწორების ციკლისა და ფასიანი ქაღალდების შემდგომი ოპერაციული პროცესების (post-trade processes) ცოდნა;
- სხვადასხვა აქტივების კლასების ცოდნა, მათ შორის ფულის ბაზრის ინსტრუმენტების, ობლიგაციების, აქციების, საინვესტიციო ფონდებისა და დერივატივების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული კორპორატიული ქმედებების (Corporate Actions) პროცესების ცოდნა;
- ფინანსური ბაზრების მონაწილეთა (კასტოდიანი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, ბროკერი, აქტივების მმართველი, კონტრაგენტი) ფუნქციებისა და ურთიერთქმედების პრინციპების ცოდნა;
- საინვესტიციო ოპერაციებთან დაკავშირებული საოპერაციო რისკებისა და კონტროლის მექანიზმების შესახებ ცოდნა;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო ფინანსურ საინფორმაციო და სავაჭრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Bloomberg, Reuters, SWIFT, Front Arena ან სხვა მსგავსი პლატფორმები);
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (როგორც ვერბალური, ასევე წერითი);
სხვა მოთხოვნები:
- მაღალი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- რთული საოპერაციო პროცესების ანალიზისა და გაუმჯობესების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მაღალი ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და სხვადასხვა შიდა და გარე მხარესთან კოორდინაციის უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და არასტანდარტული საკითხების ეფექტიანად მართვის უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ეფექტიანი მხარდაჭერის, მონიტორინგისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცესების მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების განხორციელება;
- საინვესტიციო ოპერაციებთან დაკავშირებული არასტანდარტული შემთხვევების, საოპერაციო შეფერხებებისა და ინციდენტების იდენტიფიცირება, მართვა და შესაბამისი ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
- საინვესტიციო ოპერაციების პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და ბაზრის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი პოლიტიკების, წესების, პროცედურებისა და სამუშაო ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;
- საინვესტიციო ოპერაციებთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმების დანერგვასა და ეფექტიანობის შეფასებაში მონაწილეობა, მათ შორის საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და შემცირების ღონისძიებების შემუშავება;
- საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ახალი სისტემების დანერგვასა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა, მათ შორის შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან და ტექნოლოგიურ ვენდორებთან კოორდინაცია;
- საინვესტიციო ტრანზაქციების აღრიცხვასთან, ანგარიშსწორებასთან, ფულადი სახსრების მოძრაობასთან, კორპორატიულ ქმედებებთან და სხვა შემდგომ საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგი;
- საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა და გარე ანგარიშგებების, აუდიტის მოთხოვნებისა და სხვა საოპერაციო საკითხების მხარდაჭერა;
- საინვესტიციო სამსახურის სხვადასხვა ერთეულის მოთხოვნების ფარგლებში ოპერაციული მხარდაჭერის გაწევა და ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს საინვესტიციო საქმიანობის საჭიროებებიდან;
- "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ასევე სააგენტოს შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
- მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილისა და საინვესტიციო ოპერაციების განყოფილების უფროსის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.
საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე:
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.