საინვესტიციო მიწების მოძიებისა და განვითარების სპეციალისტი — Buy in Georgia

Buy in Georgia

საინვესტიციო მიწების მოძიებისა და განვითარების სპეციალისტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საინვესტიციო მიწების მოძიებისა და განვითარების სპეციალისტი (Land Acquisition & Development Specialist)

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ უძრავი ქონების სააგენტო "Buy in Georgia", რომელიც ოპერირებს საქართველოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ შერჩეულ და პარტნიორ კომპანიებთან. ვყიდით ბინებს, მიწის ნაკვეთებსა და სხვა უძრავ ქონებას და ვემსახურებით როგორც ადგილობრივ ქართველ მყიდველებს, ასევე საერთაშორისო კლიენტურას.

ადგილმდებარეობა: თბილისი (სამუშაო მოიცავს გასვლებს იშვიათად რეგიონებშიც საჭიროების მიხედვით)

ანაზღაურება: 1500 ლარი + გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება + საბონუსე კომპონენტი შესრულებისა და შედეგების მიხედვით.

პოზიციის აღწერა

ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება საინვესტიციო პოტენციალის მქონე მიწების მოძიებაში, პირველადი ანალიზისა და განვითარების შესაძლებლობების შეფასებაში.

პოზიცია მოიცავს როგორც ოფისურ, ისე გასვლით სამუშაოს - მიწების დათვალიერებას, გადაღებას, მფლობელებთან კომუნიკაციას და შემოთავაზებების მომზადებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • საინვესტიციო და განვითარების პოტენციალის მქონე მიწების მოძიება
  • მიწის ნაკვეთების პირველადი ანალიზი (მდებარეობა, განაშენიანების შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურა და სხვა)
  • არსებული შეთავაზებების დამუშავება და სისტემატიზაცია
  • ადგილზე გასვლა და მიწების ფოტო/ვიდეო გადაღება
  • მიწის მესაკუთრეებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის შეგროვება
  • შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა და პროცესების მხარდაჭერა
  • ბაზრის მონიტორინგი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • მოკლე ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება
  • კომპანიის მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; 1+ წლიანი გამოცდილება გაყიდვების, სტუმართმოყვარეობის, მომხმარებელთა მომსახურების, საბანკო სექტორის ან მსგავს, კლიენტებთან აქტიური ურთიერთობის სფეროში (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არაა სავალდებულო)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა პერიოდულად ლოკაციაზე გასვლებისთვის. საწვავი და დაკავშირებული ხარჯები კი ანაზღაურდება
  • ფოტოების/ვიდეოების გადაღებისა და საბაზისო ციფრული უნარების ცოდნა
  • Excel/Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:

  • რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
  • უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25.06.2026