საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი — სამედიცინო ცენტრი მრჩეველი

სამედიცინო ცენტრი მრჩეველი — ლოგო
სამედიცინო ცენტრი მრჩეველი

საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" გახლავთ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" ქსელის გაფართოვებიდან გამომდინარე, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტებისათვის, სატელეფონო კონსულტაციის გაწევა ლაბორატორიის მომსახურებისა და პირობების შესახებ, მათი უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
  • გამოძახების სერვისის მართვა;
  • შემოსული ზარების პროგრამული აღრიცხვა;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, გამავალი ზარების განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლის პრობლემებზე და სხვა დაკავშირებულ საკითხებზე დროული რეაგირება ან შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
  • კომპეტენცის ფარგლებში, მომხმარებლების საჩივრების მართვა და მოგვარება;
  • ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებლებისგან მიღებული შეკითხვების/მოთხოვნების მართვა.

პროფესიული უნარ-ჩვევები

  • აქტიური მოსმენის უნარი
  • გამართული მეტყველება;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა