საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის მენეჯერი — ალტე უნივერსიტეტი

ალტე უნივერსიტეტი — ლოგო
ალტე უნივერსიტეტი

საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

  • სტუდენტებთან და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია და მხარდაჭერა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
  • სტუდენტთა მონაცემთა ბაზის და პირადი საქმეების წარმოება/განახლება;
  • სტუდენტთა მხარდაჭერა/კომუნიკაცია ადაპტაციასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით;
  • სტუდენტთა ადმინისტრაციულ და აკადემიურ რეგისტრაციაში ჩართულობა;
  • სემესტრული დაგეგვლის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი ინფორმაციის კოორდინაცია;
  • სკოლის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა (სემესტრის დაწყება/დასრულება/შუალედური შეფასებების პროცესის მხარდაჭერა);
  • პროგრამების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
  • სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა/მხარდაჭერა;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • სტუდენტების აკადემიური მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ადმინისტრაციული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • IT პროექტებში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების: Word, Excel, Power Point-ის კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პარალელურად რამდენიმე საქმის ეფექტურად შესრულების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი

სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 24 ივლისი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.