საინფორმაციო ტექნოლოგიები სპეციალისტი — ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ეროვნული სკრინინგ ცენტრი — ლოგო
ეროვნული სკრინინგ ცენტრი

საინფორმაციო ტექნოლოგიები სპეციალისტი

₾1670 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას - საინფორმაციო ტექნოლოგიები სპეციალისტი.

სამუშაო ადგილი - თბილისი;

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი;

ანაზღაურება: 1070 ლარი (I დონე, საშემოსავლოს ჩათვლით) - 1670ლარი (IV დონე, საშემოსავლოს ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის (სასერვეროს გარდა) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ადმინისტრირება, მხარდაჭერა;
  • კომპიუტერების ოპერაციული სისტემის უზრუნველყოფა, მისი დაყენება, კონფიგურირება და განახლება;
  • პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია;
  • სამომხმარებლო პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook Express) ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამული საშუალებების ინსტალაცია და მომსახურება;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და მოწყობილობების ინსტალირება, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა;
  • სამუშაოს შესრულების ვადების კონტროლი და პრობლემებზე დროული რეაგირება;
  • კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გამართული მეტყველების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • თავაზიანობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ