საინფორმაციო დესკის ოპერატორი — მიჰაუსი

მიჰაუსი — ლოგო
მიჰაუსი

საინფორმაციო დესკის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო დესკის ოპერატორის პოზიციაზე.

მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „მიჰაუსი“ მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, ასევე პროდუქციას მისაღებ ფასად.

  • სამუშაო ადგილი: ვაზისუბანი, ჰუალინგ პლაზა
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების დახვედრა, კონსულტაცია და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება;
  • მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ლოიალობის ბარათების, სასაჩუქრე ვაუჩერებისა და საგარანტიო დოკუმენტების გაფორმება;
  • პროდუქციის შეცვლისა და დაბრუნების პროცესის კოორდინაცია;
  • მომხმარებელთა შეკითხვებსა და უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება;
  • მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და კომპანიის აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია).

კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.