საგნის მასწავლებელი - ამერიკული სექტორი
"თბილისის საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას საგნის მასწავლებლების (ამერიკული სექტორი) თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ზურგოვანი, თავისუფლების ქუჩა 10
შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლამ" გასულ სასწავლო წელს მოიპოვა "American International Accreditation Program"-ის უცხოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ინგლისურ ენაზე განხორციელების უფლება.
ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებით, სკოლა აფართოებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას ამერიკული სექტორისთვის შემდეგი საგნების მასწავლებლების პოზიციებზე:
- მათემატიკის მასწავლებელი
- კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი (ICT)
- საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი (საგნები: მსოფლიო ისტორია, ამერიკის ისტორია, გეოგრაფია)
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი (საგნები: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია)
- ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი
- ესპანური ენის მასწავლებელი
- ინგლისური ენის მასწავლებელი
პირობები და ანაზღაურება:
სამუშაო გრაფიკი - საათობრივი დატვირთვა
სკოლა გთავაზობთ საკმაოდ მაღალ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით
ძირითადი მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის წარმართვა ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად
- ინგლისურ ენაზე ინტერაქტიული, პრაქტიკული და მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარება (ICT-ისთვის: პრაქტიკული მუშაობა კომპიუტერულ ლაბორატორიაში)
- მოსწავლეთა პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და შეფასება
- პოზიტიური, უსაფრთხო და აკადემიური საკლასო გარემოს შენარჩუნება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში, IT-ში, მეცნიერებებში ან განათლების სფეროში)
- ინგლისური ენის უზადო ფლობა (C1/C2 დონე) — სწავლება მიმდინარეობს სრულად ინგლისურ ენაზე
- შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო ან ამერიკულ პროგრამაში)
- თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო პლატფორმების ფლობა
- ძლიერი კლასის მართვისა და კომუნიკაციის უნარები
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19.06.2026
შენიშვნა: შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.