საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გამოცხადდა კონკურსი სსიპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.

შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება), ან საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ბაკალავრის შემთხვევაში - მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. მათ შორის საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.
  • მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Excel.

ცოდნა:

  • საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ".
  • საბიუჯეტო კოდექსს, საგადასახადო კოდექსს, ფინანსური საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს.
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებებს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ.
  • სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაციას.
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 აპრილის N220 ბრძანებას.

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
  • ოპერატიულობა;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დასაბუთების უნარი;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

ვალდებულებები (ძირითადი მოვალეობები):

  • ფაკულტეტებიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული მასალების საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი ხარჯების დამუშავება;
  • უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი ეროვნული და საერთაშორისო გრანტების ხარჯთაღრიცხვების დამუშავება;
  • დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის კონტროლი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, დაფინანსების წყაროს და საბიუჯეტო კლასიფიკატორის მუხლების მიხედვით;
  • სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინების საფუძველზე სხვადასხვა სახის ბრძანებების პროექტების მომზადება;
  • შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება (სტუდენტთა კულტურული და სამეცნიერო პროექტები, ეროვნული და საერთაშორისო გრანტები, სხვადასხვა პროექტები) მომსახურე პერსონალთან სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებაზე;
  • ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების ხარჯთაღრიცხვებით, პერიოდების მიხედვით გათვალისწინებული ფინანსური დოკუმენტების მომზადება-შეკრება-დამუშავება.
  • საერთაშორისო გრანტების ფინანსთა სამინისტროში დასარეგისტრირებლად საბუთების შეკრება, გრანტების ხარჯთაღრიცხვების დამტკიცება, თანხების დადასტურება, ფინანსური ანგარიშებისათვის საბუთების შეგროვება.
  • საერთაშორისო და ეროვნული გრანტების მოსაპოვებლად საკონკურსოდ წარსადგენი პროექტების ბიუჯეტების შედგენაზე კონსულტაციების გაწევა, წერილების მომზადება სხვადასხვა ინსტანციებში წარსადგენად;
  • უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში წარმოდგენილი სტუდენტური (კულტურული და სამეცნიერო) პროექტების ბიუჯეტების შედგენაზე კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადება მუდმივმოქმედი საბჭოსთვის გადასაცემად.
  • სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში, საქართველოს ფინანსთა და განათლების სამინისტროებში წარსადგენი სხვადასხვა ფინანსური ფორმების მომზადება და წარდგენა.

საჭირო საბუთები:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ";

საკონკურსო პერიოდი: 2026 წლის 7 სექტემბრიდან 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.