საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი- ქუთაისი
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
ადგილების რაოდენობა: 1;
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13 ;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე;
სტრუქტურული ერთეული: საგამოცდო ცენტრი.
ძირითადი მოვალეობები:
- უნივერსიტეტში ერთიანი საგამოცდო სტანდარტების შემუშავება;
- აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან კომუნიკაციით საგამოცდო მასალების შეგროვება, საგამოცდო ცხრილის შედგენა და მიწოდება აკადემიური/მოწვეული პერსონალისთვის;
- საგამოცდო გრაფიკის შეთანხმება ფაკულტეტებთან და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან;
- გამოცდების შესახებ სტუდენტებისათვის დროული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მონიტორინგი;
- საგამოცდო სივრცეების მომზადება და სტუდენტებისთვის კომფორტული გარემო პირობების არსებობის უზრუნველყოფის მონიტორინგი;
- მიმდინარე საგამოცდო პროცესის მუდმივი მონიტორინგი, გამოცდების საგამოცდო ხანგრძლივობების კონტროლი, ხარვეზების აღმოჩენა და მათზე შესაბამისის რეაგირება;
- გამოცდების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზის გაკეთება და სამომავლო პრევენციული ზომების მიღება;
- გამოცდების შედეგების დაარქივება;
- გამოცდების შემდგომ გასაჩივრების პროცესის ორგანიზება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
- შეფასებების ასახვაში მონაწილეობის მიღება;
- თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია სასწავლო პროცესის მიმართულებით;
- MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
- ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).
ვაკანსიის დეტალები
- კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 8 ივლისს დასრულდება 8 აგვისტოს.
- კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
- კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.