საგადასახადო სპეციალისტი
Russell Bedford International-ის წევრი კომპანია Russell Bedford Georgia აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო სპეციალისტის პოზიციაზე.
თუ გაინტერესებთ პროფესიული განვითარება, მრავალფეროვან კლიენტებთან მუშაობა და საერთაშორისო სტანდარტების გარემოში კარიერული ზრდა - შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები
- საგადასახადო საკონსულტაციო პროექტებში მონაწილეობა;
- კლიენტებისთვის საგადასახადო საკითხებზე წერილობითი და ზეპირი კონსულტაციების გაწევა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;
- საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- საგადასახადო დეკლარაციებისა და აღრიცხვიანობის პროცესების მიმოხილვა;
- საგადასახადო შემოწმებების პროცესში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
- საგადასახადო მემორანდუმების, ანგარიშებისა და სხვა პროფესიული დოკუმენტაციის მომზადება;
- საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგი და ანალიზი;
- კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მოთხოვნების ეფექტური მართვა;
- პროექტების შეთანხმებულ ვადებში და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად შესრულება;
- გუნდის წევრებთან და მენეჯერებთან აქტიური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- საგადასახადო მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება - მინიმუმ 2-3 წელი;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- IFRS-ის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
- გუნდური მუშაობისა და მრავალ პროექტთან პარალელურად მუშაობის უნარი;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ქსელის ფარგლებში;
- მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობას;
- თანამედროვე და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- ტრენინგებსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას - 2500 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: საბურთალო, ანტონოვსკაიას ქ. 9
- სამუშაო საათები: 10:00 – 18:00