საგადასახადო მიმართულების მენეჯერი — Nexia Georgia

Nexia Georgia — ლოგო
Nexia Georgia

საგადასახადო მიმართულების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.

"Nexia Georgia" აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში საგადასახადო მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • საგადასახადო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის თანამშრომლების მხარდაჭერა საგადასახადო საკითხებზე;
  • მთავარი ბუღალტრების მიერ შესრულებული საგადასახადო დეკლარაციების გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა და რეკომენდაციების გაცემა;
  • კონტრჰაგენტ კომპანიებში პერიოდული ვიზიტები, არსებული სიტუაციის ანალიზი და საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება;
  • კონტრჰაგენტ კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკებების წარმოება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში;
  • პორტფელში არსებულ კომპანიებში პრობლემატური საკითხების გამოვლენის შემთხვევაში ეფექტური მექანიზმების განსაზღვრა, ჩართულობა და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
  • მთავარი ბუღალტრების/ბუღალტრების შერჩევის პროცესში ჩართულობა.