საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
დაქვემდებარება:
- უშუალო ხელმძღვანელი
- საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი
- პირდაპირი ხელმძღვანელი
- ლიცეუმის დირექტორი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
- მოსამსახურეთა სამსახურებრივ და შრომით დისციპლინაზე პასუხისმგებლობა;
- კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ხელის მოწერა საბანკო, სახაზინო და სხვა ფინანსური სახის დოკუმენტებზე;
- ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულების მიხედვით ბიუჯეტის პროექტის წინადადებების შეგროვება, შეჯერება და ბიუჯეტის პროექტის წინადადებების მომზადება;
- ლიცეუმის ბიუჯეტის ცალკეული მუხლების მიხედვით ხარჯების ანალიზი;
- უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით ხაზინის ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი შემოწმება და დადასტურება;
- სამსახურის უფროსთან ერთად ხარჯთაღრიცხვის შესრულების მიმდინარეობის, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორების, აგრეთვე ფულადი სახსრების განკარგვის მიზნობრიობის კონტროლი;
- აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემებზე დაყრდნობით დამტკიცებული ბიუჯეტისა და საბიუჯეტო მაჩვენებლების მიხედვით მონაცემების შეგროვება, ბიუჯეტის შესრულების, ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი, მდგომარეობის შეფასება და სათანადო შეფასებების სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
- საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
- საფინანსო და შესყიდვების სამსახურის შემოსული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების სრულყოფილი შემოწმება; ლიცეუმის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესში შესყიდვების სააგენტოს მიერ განსაზღვრული "შავი სიის" კონტროლი;
- ავანსად გაცემული თანხების დროულ დარიცხვაზე კონტროლი;
- მატერიალური და ელექტრონული ფორმით ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის დადგენილი წესით შენახვა;
- სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დოკუმენტების ვიზირება და კომპეტენციის ფარგლებში ხელის მოწერა;
- სამსახურის მუშაობის წლიური გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა;
- სამსახურის უფროსის წინაშე ანგარიშვალდებულება;
- სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
- უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება
- ხარისხი (სავალდებულო) — ბაკალავრის ხარისხი;
- ხარისხი (სასურველი) — მაგისტრის ხარისხი.
გამოცდილება
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ წლიანი გამოცდილება.
ცოდნა:
- ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
- შესყიდვების მართვა;
- საჯარო შესყიდვები;
- ბუღალტრული აღრიცხვა (CPA/ACCA სურვილისამებრ);
- ელექტრონული ხაზინა;
- საჯარო შესყიდვების კანონი;
- ბიუჯეტის კოდექსი;
- შრომის კოდექსი;
- საგადასახადო კანონმდებლობა;
- ხელშეკრულებითი სამართალი.
კომპეტენციები
- ხედვა/სტრატეგიული აზროვნება;
- ფინანსური ანალიზის უნარები;
- რისკების შეფასებისა და მართვის უნარები.
დაგეგმვა და ორგანიზება:
- დროის მართვის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
- რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ხარისხზე ორიენტაცია.
პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი:
- პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და დროულად გადაწყვეტის უნარი;
- ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობის უნარი.
კომუნიკაცია:
- კომუნიკაბელურობა;
- გამართულად წერის უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).
სხვა უნარები
- უცხო ენის ცოდნა — ინგლისური, ინგლისური, STANAG 6001 SLP 2/2/2/2 ან შესაბამისი დონე.
კომპიუტერული პროგრამები
- Microsoft Office Suite (Excel-ის გაღრმავებული ცოდნა);
- ფინანსური პროგრამები (QuickBooks, 1C ან ანალოგიური);
- შესყიდვების მართვის სისტემები;
- პროექტის მართვის პროგრამები (MS Project, Asana);
- ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD);
- ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა (Orisi).
ანაზღაურება: 4000 ლარი