საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი — კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი — ლოგო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი

₾2816 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი

დაქვემდებარება:

  • უშუალო ხელმძღვანელი
  • საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი
  • პირდაპირი ხელმძღვანელი
  • ლიცეუმის დირექტორი

ფუნქცია-მოვალეობები

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

  • უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით;
  • უზრუნველყოფს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვის პროცესში მონაწილეობას, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში მომწოდებლების მოძიებას და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას ყველა შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელი პროცედურის ფარგლებში;
  • უზრუნველყოფს გაფორმებული ხელშეკრულებების აღრიცხვას და აკონტროლებს სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში განსაზღვრული ობიექტების სავარაუდო ღირებულებების შესაბამისობას ფაქტობრივ სახელშეკრულებო ღირებულებებთან;
  • ახორციელებს ლიცეუმის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესში შესყიდვების სააგენტოს მიერ განსაზღვრული "შავი სიის" მონიტორინგს;
  • აგროვებს შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ხელშეკრულებების შესრულებისა და საკასო შესრულების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების ატვირთვას შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • ამზადებს ტენდერის შედეგების ოპერატიულ ანგარიშს და წარუდგენს სამსახურის უფროსს;
  • სატენდერო კომისიის აპარატის წევრობისას კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, როგორც ელექტრონულ სისტემაში, ასევე მატერიალური დოკუმენტაციის სახით;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, მონაწილეობს მომწოდებლების მოძიებაში და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში ყველა შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვისას;
  • შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით ხელშეკრულებების პირობებისა და საკასო შესრულების შესახებ მონაცემების შეგროვება და შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვა;
  • სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში განსაზღვრული კონკრეტული შესყიდვის ობიექტის ღირებულებისა და მათზე გაფორმებული სახელშეკრულებო ღირებულებების შესაბამისობის კონტროლი;
  • ამზადებს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშებს და დადგენილ ვადებში წარადგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციაში, ხოლო საქმიანობის ფარგლებში ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;
  • სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ახორციელებს შესყიდვების გეგმის ცვლილებას.

დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:

  • უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • ხარისხი (სავალდებულო) — ბაკალავრის ხარისხი;
  • ხარისხი (სასურველი) — მაგისტრის ხარისხი.

გამოცდილება:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა:

  • შესაბამისი განათლება შესყიდვების სფეროში;
  • საჯარო შესყიდვების კანონის ცოდნა;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა შესყიდვების სფეროში;
  • სახელმწიფო შესყიდვების კანონის ფლობა.

კომპეტენციები:

  • ხედვა/სტრატეგიული აზროვნება;
  • ფინანსური ანალიზის უნარები;
  • რისკების შეფასებისა და მართვის უნარები.

დაგეგმვა და ორგანიზება:

  • დროის მართვის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
  • რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ხარისხზე ორიენტაცია.

პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი:

  • პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და დროულად გადაწყვეტის უნარი;
  • ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობის უნარი.

კომუნიკაცია:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართულად წერის უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).

სხვა უნარები:

  • უცხო ენის ცოდნა — ინგლისური, STANAG 6001 SLP 1+/1+/1+/1+ ან შესაბამისი დონე;
  • Microsoft Office პაკეტის ღრმა ცოდნა (Excel, Word, PowerPoint);
  • ERP სისტემების გამოყენების გამოცდილება;
  • ელექტრონული შესყიდვების პლატფორმების ცოდნა;
  • ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD).

ანაზღაურება: 2816 ლარი