საფინანსო და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი — კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი — ლოგო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

საფინანსო და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

₾3500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: საფინანსო და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

დაქვემდებარება:

  • უშუალო ხელმძღვანელი
  • საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი
  • პირდაპირი ხელმძღვანელი
  • ლიცეუმის დირექტორი

ფუნქცია-მოვალეობები

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

  • პასუხისმგებელია ლიცეუმში საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის ორგანიზებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე;
  • უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და დადგენილ ვადებში წარდგენას;
  • აკონტროლებს საბუღალტრო დოკუმენტაციის სწორ და დროულ გაფორმებას, ფინანსური ოპერაციების კანონიერებას და მონაცემთა კონსოლიდაციას;
  • ზედამხედველობს დებიტორულ და კრედიტორულ ანგარიშსწორებებს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, მემორიალური ორდერების შედგენას და ფინანსურ შედეგებში შემოსავლებისა და ჯარიმების სწორ ასახვას;
  • კურირებს საბუღალტრო აღრიცხვის ჯგუფს, ახორციელებს ლიცეუმის საწყობებზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ქონების სააღრიცხვო მონაცემებთან დოკუმენტალური შედარების განხორციელებას, ახორციელებს დოკუმენტაციის ვიზირებას და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;
  • წელიწადში ორჯერ ახორციელებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობიდან მიღებული მატერიალური ქონების შედარებას ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სააღრიცხვო ჯგუფთან;
  • უზრუნველყოფს საბიუჯეტო დაგეგმვისა და შესრულების ანალიზს. სტრუქტურული ერთეულებისგან ბიუჯეტური წინადადებების შეგროვებასა და დამუშავებას;
  • მონაწილეობს ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების ყოველდღიურ, ყოველთვიურ და კვარტალურ შეფასებაში;
  • ახორციელებს შრომის ანაზღაურების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გასაცემლების გაანგარიშებასა და შესაბამის ბუღალტრულ გატარებებს, ამზადებს დოკუმენტაციას ხაზინის ელექტრონულ სისტემაში უნაღდო ანგარიშსწორებისთვის და უზრუნველყოფს ავანსების კონტროლს;
  • ამზადებს პერიოდულ ფინანსურ, სტატისტიკურ და საგადასახადო ანგარიშებს და დამუშავებულ მონაცემებს დროულად გადასცემს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით;
  • კოორდინაციას უწევს მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას, უზრუნველყოფს პირველადი დოკუმენტაციის ფორმალურ და შინაარსობრივ შემოწმებას, საბუღალტრო პროგრამებში შესაბამისი გატარებების კონტროლს და საწყობებში ფაქტობრივი ნაშთების საბუღალტრო მონაცემებთან პერიოდულ შედარებას;
  • უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზსა და მათ დროულ ასახვას აღრიცხვა-ანგარიშგებაში, აგრეთვე დოკუმენტაციის დაცვასა და სისტემატიზაციას;
  • ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და მოადგილის წინაშე.

დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:

  • უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

  • ხარისხი (სავალდებულო) — ბაკალავრის ხარისხი;
  • ხარისხი (სასურველი) — მაგისტრის ხარისხი.

გამოცდილება:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა:

  • საქართველოს ბუღალტრული სტანდარტების (GAS) ცოდნა;
  • საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) ფლობა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა და გამოყენება;
  • აუდიტის პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების ცოდნა;
  • შესყიდვების პროცედურების ღრმა ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ღრმა ცოდნა;
  • შრომითი და კომერციული სამართლის ძირითადი ნორმები;
  • ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სამართლებრივი ჩარჩო.

კომპეტენციები

  • ხედვა/სტრატეგიული აზროვნება;
  • ფინანსური ანალიზის უნარები;
  • რისკების შეფასებისა და მართვის უნარები.

დაგეგმვა და ორგანიზება:

  • დროის მართვის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
  • რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ხარისხზე ორიენტაცია.

პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი:

  • პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და დროულად გადაწყვეტის უნარი;
  • ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობის უნარი.

კომუნიკაცია:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართულად წერის უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).

სხვა უნარები: უცხო ენის ცოდნა — ინგლისური, STANAG 6001 SLP 1+/1+/1+/1+ ან შესაბამისი დონე.

კომპიუტერული პროგრამები

  • Microsoft Office სიუტის ღრმა ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის ექსპერტული დონე);
  • ფინანსური მენეჯმენტის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება;
  • ERP სისტემების (SAP, Oracle, ან მსგავსი) ადმინისტრირება;
  • ბაზების მართვა და SQL-ის ბაზისური ცოდნა;
  • ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD);
  • ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა (Orisi).

ანაზღაურება: 3500 ლარი